იტალია ღაზაში გემ-ჰოსპიტალს აგზავნის
იტალია ღაზაში გემ-ჰოსპიტალს აგზავნის
იტალია ღაზაში გემ-ჰოსპიტალს აგზავნის
იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ იტალიის საზღვაო ფლოტის კუთვნილი გემი-ჰოსპიტალი რეგიონში გაემგზავრება ღაზაში დაშავებულების დასახმარებლად.
„იტალია აგრძელებს თავის ნაწილს შესრულებას პალესტინელი ხალხის დასახმარებლად და გააგრძელებს ამის გაკეთებას ყოველდღე“. - თქვა კროზეტომ სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში.
მინისტრმა განაცხადა, რომ გემი „ვულკანო“, რომელსაც აქვს საავადმყოფო და საოპერაციო ოთახები, გაემგზავრება ჩივიტავეკიას პორტიდან რეგიონში და ღაზაში დაშავებულებს დაეხმარება.
"ჩვენ გვინდა ეს გემი გავაგზავნოთ ომის შედეგად დაზარალებულ რაიონებთან ახლოს. იმიტომ, რომ გვსურს მივცეთ მკაფიო სიგნალები იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს იტალია და როგორ აპირებს იმოქმედოს პალესტინელი ხალხის მიმართ". - თქვა კროზეტომ.
მისი თქმით, გემ „ვულკანო“-ზე სულ 170 პერსონალი იქნება, რომელთაგან 30 არის ექსპერტი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში. კროსეტომ აღნიშნა, რომ მისი აზრით, რეგიონში საავადმყოფო გემის განთავსებას პალესტინელები და ისრაელელები მიესალმებიან.
იტალიის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ისინი არიან იმ პირველ ქვეყნებს შორის, რომლებმაც რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნეს.
წინა კვირებში იტალიამ ღაზას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა ორი C130 სატვირთო თვითმფრინავით, რომლებიც რაფაჰის სასაზღვრო კარიდან ეგვიპტის წითელი ნახევარმთვარის საშუალებით უნდა მიეწოდებინა.
მსგავსი ინფორმაციები
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა