ჯანმო ღაზაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებს

ჯანმო ღაზაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებს

2061756
ჯანმო ღაზაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ ღაზას მოსახლეობას, რომელიც ისრაელის მხრიდან ინტენსიური თავდასხმების ქვეშ იმყოფება, ესაჭიროება უსაფრთხო წვდომა წყალზე, საწვავზე და საკვებზე, ასევე ჯანდაცვის სერვისებზე.

ჯანმო-ს პრესსპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა, გაეროს ჟენევის ოფისის ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის შესახებ შეფასებები გააკეთა.

„ღაზაში ათასობით ადამიანი იღუპება, ხოლო გადარჩენილები განიცდიან ტრავმებს, დაავადებებს, საკვებისა და წყლის ნაკლებობას. ღაზას მოსახლეობას სჭირდება წყალი, საწვავი და საკვები, ასევე ჯანმრთელობის დაცვაზე უსაფრთხო წვდომა, რომ გადარჩენ. შეტაკებებიდან დღემდე ღაზაში 160 ჯანდაცვის მუშაკი დაიღუპა, მათგან 16 სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს“.

შეგახსენებთ, რომ ჰამასის სამხედრო ფრთამ, „ალ-ყასამის ბრიგადამ“ 7 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო ყოვლისმომცველი შეტევა ისრაელზე, სახელწოდებით „ალ-აქსას წარღვნა“. მაშინ, როცა ღაზადან ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა გაისროლეს და შეიარაღებული ჯგუფები შევიდნენ რეგიონის დასახლებებში.

ისრაელის არმიამ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავებით დაიწყო ღაზას სექტორის წინააღმდეგ „რკინის ხმლების“ ოპერაცია.

დაძაბულობის ესკალაციისას ათასობით დაღუპულია ორივე მხრიდან.


საკვანძო სიტყვები: #ღაზა , #ჯანმო

მსგავსი ინფორმაციები