რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულებას მოითხოვს

რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულებას მოითხოვს

2050173
რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულებას მოითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები პალესტინის სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დასრულებისთანავე განხორციელება მოითხოვა.

ლავროვმა აღნიშნული განცხადება, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ლავროვმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი განიხილეს რა, დსთ-ს წევრი ქვეყნები კონფლიქტების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მომხრეები არიან.

კონფლიქტის დასრულების შემდეგ შექმნილი სიტუაციის მოლოდინების გამოხატვისას სერგეი ლავროვმა განაცხადა: „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ როგორც კი ეს კონფლიქტი დასრულდება, ყველა სერიოზულად აიღებს თავის პასუხისმგებლობას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებაზე პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესახებ, გაეროს მიერ დამტკიცებულ პრინციპებზე დაყრდნობით.“



მსგავსი ინფორმაციები