ლავროვი: „ყარაბაღში „ნორმალური ცხოვრებისთვის“ აზერბაიჯანთან ერთად ვმუშაობთ
ლავროვი: „ყარაბაღში „ნორმალური ცხოვრებისთვის“ აზერბაიჯანთან ერთად ვმუშაობთ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: „ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და მეზობლებთან, რათა შევქმნათ პირობები ნორმალური ცხოვრების აღდგენისთვის ყარაბაღში. იმედი მაქვს, ერევანიც დაინტერესდება ამ საკითხით და მიისწრაფვის ამისთვის“.
ამის შესახებ, სერგეი ლავროვმა სოჭში, „ვალდაის“ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის შეხვედრის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
ლავროვმა განაცხადა, რომ ყარაბაღში მუშაობა გრძელდება და დაამატა: „ჩვენ ვმუშაობთ აზერბაიჯანელ კოლეგებთან და მეზობლებთან ყარაბაღში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, იქ ნდობის გასაძლიერებლად და აზერბაიჯანელებისა და სომხებისთვის ნორმალური ცხოვრების აღდგენისთვის პირობების შესაქმნელად, რათა გააგრძელონ ერთად ცხოვრება. იმედი მაქვს, ერევანიც ჩაერთვება ამ საკითხში, ამისათვის ზრუნვას და ძალისხმევას არ დაიშურებს.“
თავის მხრივ, ლავროვმა უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აიძულა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გადაეცა ყარაბაღი აზერბაიჯანისთვის იმ შეთანხმებით, რომელიც 2020 წელს ომს დაასრულებდა და თქვა, რომ ევროპაში თავად ფაშინიანმა წარადგინა დოკუმენტი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარების შესახებ და მოაწერა ხელი.