მორიგი ტერაქტი ნიგერში
დაიღუპა მრავალი ჯარისკაცი
2044064
ნიგერში განხორციელებული ტერაქტისა და შემდგომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბოლო მონაცემებით, 12 ჯარისკაცი დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაუდგენელმა პირებმა მოტოციკლებით თავს დაესხნენ არმიის პოზიციებს ქალაქ კანდაჯში, რომელიც მდებარეობს დედაქალაქ ნიამეიდან 200 კილომეტრში.
სამინისტროს განცხადების მიხედვით, თავდასხმას 7 ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო 5 ჯარისკაცი, რომლებიც თავდასხმული ქვედანაყოფის გასაძლიერებლად მიდიოდნენ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ.
მეორეს მხრივ, კონფლიქტის შედეგად 100-მდე ტერორისტი განეიტრალდა, მათ იარაღი და მოტოციკლეტები კი სამართალდამცველებმა წაიღეს.