სომალი თურქეთის მიერ გაწეული დახმარებებით კმაყოფილია

სომალი თურქეთის მიერ გაწეული დახმარებებით კმაყოფილია

2042833
სომალი თურქეთის მიერ გაწეული დახმარებებით კმაყოფილია

სომალის პრეზიდენტმა ჰასან შეიხ მუჰამადმა განაცხადა, რომ ისინი კმაყოფილნი არიან თურქეთის მიერ მათი ქვეყნისთვის გაწეული დახმარების გამო.

სომალის პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა მაჰმუდმა სომალიში თურქეთის ელჩი, იბრაჰიმ მეთე იაღლი მიიღო. შეხვედრაზე, თურქეთ-სომალის ურთიერთობები იქნა განხილული.

მაჰმუდის თქმით, ისინი კმაყოფილები არიან სომალის მიმართ თურქეთის დახმარებით. მაჰმუდმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უსაფრთხოების და სხვა სფეროებში, 2011 წელს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სომალიში ვიზიტის შემდეგ გაიზარდა.

ცნობისათვის, აფრიკის ქვეყნებში ყველაზე დიდი საელჩოს კამპუსი თურქეთს სომალიში აქვს აშენებული რა, ამ ქვეყანაში ჰუმანიტარული და განვითარების დახმარება გრძელდება.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ეკონომიკურ, უსაფრთხოების და კულტურულ სფეროებში თანდათან ღრმავდება.



მსგავსი ინფორმაციები