ძიანგსუს პროვინციაში ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა

ძიანგსუს პროვინციაში ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა

2040057
ძიანგსუს პროვინციაში ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა

ჩინეთში, ძიანგსუს პროვინციაში გაჩენილი ტორნადოს შედეგად ბოლო მონაცემებით ხუთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე ძიანგსუს პროვინციის ქალაქ, სუკიანს ტორნადო ატყდა თავს.

გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ტორნადოს შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, ტორნადოს შედეგად 5512 ადამიანი დაზარალდა, 1646 სახლი დაზიანდა, ხოლო 405 ადამიანი ევაკუირებულ იქნა უსაფრთხო ზონებში.

ასევე დაზიანდა 41,8 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა.



მსგავსი ინფორმაციები