მსოფლიო ფანატიკოსი ებრაელების მხრიდან ალ-აქსას მეჩეთზე თავდასხმას გმობს

მსოფლიო ფანატიკოსი ებრაელების მხრიდან ალ-აქსას მეჩეთზე თავდასხმას გმობს

2039018
მსოფლიო ფანატიკოსი ებრაელების მხრიდან ალ-აქსას მეჩეთზე თავდასხმას გმობს

საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OIC) ფანატიკოსი ებრაელების მხრიდან ისრაელის პოლიციის თანხლებით, ალ-აქსას მეჩეთზე „როშ ჰაშანას“ საბაბით შეჭრა მკაცრად დაგმეს.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა და ფაქტი დაგმო. განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები არის ყველა საერთაშორისო ნორმისა და კონვენციის აშკარა დარღვევა და პროვოკაცია მსოფლიოს მუსლიმთა გრძნობების წინააღმდეგ.

ფაქტთან დაკავშირებით ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მსგავსი პროვოკაციული ქმედებები, რომლებიც მილიონობით მუსლიმის ემოციებს იწვევს და ხელს უწყობს ძალადობის ზრდას ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე.

ფაქტს ასევე გამოეხმაურა, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია (OIC) და ისრაელის პოლიციის თანხლებით ფანატიკოსი ებრაელების მხრიდან ალ-აქსას მეჩეთის დარბევის ფაქტი და მუსლიმების იქ შესვლის დაბრკოლება თელ-ავივის მთავრობის მხრიდან წმინდა ადგილების აკრძალვის მცდელობად შეაფასა.



მსგავსი ინფორმაციები