შეიარაღებული თავდასხმა ბარზე
შეიარაღებული თავდასხმა ბარზე
2038606

მექსიკის ხალისკოს შტატში ერთ-ერთ ბარში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 6 ადამიანი დაიღუპა.
ხალისკოს შტატების პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუდგენელმა პირებმა ქალაქ ტეოკალტიჩეში ერთ-ერთ ბარში შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს.
შედეგად ბოლო მონაცემებით, 6 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაიჭრა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
ვარაუდობენ, რომ თავდასხმა ბანდებს შორის დაპირისპირების შედეგად მოხდა.