ჯანმო: „კოვიდ-19-ის შემთხვევებში მატება ფიქსირდება“
ჯანმო: „კოვიდ-19-ის შემთხვევებში მატება ფიქსირდება“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის სეზონამდე კოვიდ-19-ის შემთხვევების საგანგაშო მატება, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ზოგიერთ რაიონში სიკვდილიანობა, ხოლო ევროპაში ინტენსიური თერაპიის ზარდა შეიმჩნევა.
გებრეისუსმა ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯანმო-ს მონაცემები კოვიდ-19-ზე შეზღუდულია, მხოლოდ 43 ქვეყანამ აცნობა გარდაცვალების შესახებ, ხოლო 20 ქვეყანამ ჰოსპიტალიზაციის შესახებ.
მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს გლობალურად დომინანტური კოვიდ-19-ის ვარიანტი, EG.5, იგივე „ერისი“, რომლის მატებაც საგრძნობლად შეიმჩნევა.
„ჯანმო-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეშფოთება არის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების დაბალი რაოდენობა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მიიღეს კოვიდ-19-ის ვაქცინის დოზა. რისკის ქვეშ მყოფმა ადამიანებმა უნდა მიიღონ დამატებითი დოზები, თუ რეკომენდებულია“, განაცხადა გებრეისუსმა.