წყალდიდობა ბრაზილიაში: დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

წყალდიდობა ბრაზილიაში: დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

2033526
წყალდიდობა ბრაზილიაში: დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

წყალდიდობა ბრაზილიაში: დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

ბრაზილიაში კოკისპირული წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

ბრაზილიის სამხრეთით ქარიშხალს წვიმა და ქარი მოჰყვა.

რიო გრანდე-დო სულის გუბერნატორმა ედუარდო ლეიტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შტატში დღემდე ყველაზე საშინელი კატასტროფა მძვინვარებს და თქვა: „როდესაც წყალმა დაიწია რიო გრანდე-დუ სულის შტატის ქალაქ მუჩულში, კიდევ 15 ადამიანის ცხედარი ვიპოვეთ და დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ“.

ორშაბათს დაწყებულმა ქარიშხალმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, ასობით ადამიანს კი სახლების დატოვება მოუწია.

კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული სამსახურის უფროსმა ვოლნეი ბარეიროსმა თქვა, რომ ქარიშხალმა, რომელიც სულ 54 ქალაქს დაატყდა თავს, პირდაპირ 20 000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ სოლიდარობის გზავნილი გაავრცელა და განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა დასახმარებლად.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #ბრაზილია

მსგავსი ინფორმაციები