კულება: „პრეზიდენტ ერდოღანს შეუძლია შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების აღდგენა“

კულება: „პრეზიდენტ ერდოღანს შეუძლია შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების აღდგენა“

2023060
კულება: „პრეზიდენტ ერდოღანს შეუძლია შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების აღდგენა“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეუძლია შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების აღდგენა.

კულებამ იტალიურ გაზეთ Corierre Della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების შესახებ შეფასებები გააკეთა.

კულებამ კითხვაზე, „შეუძლია თუ არა ერდოღანს უზრუნველყოს მარცვლეულის შეთანხმების განახლება?“ ასე უპასუხა: „დიახ, მე ვფიქრობ, რომ მას (პრეზიდენტ ერდოღანს) შეუძლია ამის გაკეთება. ჩვენ ვიცით, რომ თურქული დიპლომატია მუშაობს რუსებთან. იმავდროულად, ჩვენ ვაშენებთ ალტერნატიულ მარშრუტებზე მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების ექსპორტისთვის შავი ზღვის გარეშე“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის სურსათის გლობალურ ფასებზე გავლენის შესამცირებლად,  2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში გამართულ ცერემონიაზე გაერომ, რუსეთმა, თურქეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებას.

თავის მხრივ, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 17 ივლისს ვადაგასული შეთანხმების შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება ფაქტობრივად დასრულდა, ის შეჩერებულია. რუსეთი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მარცვლეულის შეთანხმებას, როგორც კი ნაკისრი ვალდებულებები შესრულდება“.



მსგავსი ინფორმაციები