აშშ-მ სანქციები დაუწესა 18 პირს და ათეულ ორგანიზაციას

აშშ-მ სანქციები დაუწესა 18 პირს და ათეულ ორგანიზაციას რათა დაბლოკოს რუსეთის ხელმისაწვდომობა პროდუქტებზე, რომლებიც ეხმარება სამხედრო და საომარ მოქმედებებს

2014301
აშშ-მ სანქციები დაუწესა 18 პირს და ათეულ ორგანიზაციას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 18 პირს და ათეულ ორგანიზაციას, რათა დაბლოკოს რუსეთის ხელმისაწვდომობა პროდუქტებზე, რომლებიც ეხმარება სამხედრო და საომარ მოქმედებებს.

აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) და სახელმწიფო დეპარტამენტმა განახორციელეს ზომები G7-ის ლიდერების მიერ თებერვალსა და მაისში აღებული ვალდებულებების შემდგომი შესრულებისთვის.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიღებული იქნა ზომები რუსეთის ხელმისაწვდომობის აღსაკვეთად იმ მასალებზე, რომლებიც ეხმარება სამხედრო და საომარ ძალისხმევას, ის მიზნად ისახავს ქვეყნის შემოსავლების შემცირებას ლითონისა და სამთო სექტორიდან, მომავალი ენერგეტიკული შესაძლებლობების შერყევას, რუსეთის საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე წვდომის  შეამცირებას და საჰაერო და თავდაცვის სექტორებისთვის საჭირო G7-ის მიერ წარმოებული ტექნოლოგიების გარეშე დატოვებას.

ამ სანქციების სამიზნე, გარდა 18 ადამიანისა, გახდა ათობით ორგანიზაცია, მათ შორის რუსეთისთვის ტექნოლოგიების მიმწოდებლები, იმპორტიორები, ქარხნები და ინსტიტუტები, რომლებიც მხარს უჭერენ თავდაცვის ინდუსტრიას და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე წვდომას.

სანქციების სიაში მოხვდა რუსული გადამზიდავი კომპანია SASCO-სთან დაკავშირებული 14 გემი, რომელიც მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უწევს რუსეთის ბევრ ენერგეტიკულ პროექტს.


საკვანძო სიტყვები: #სანქციები , #რუსეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები