პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს სპარსეთის ყურის ქვეყნებში გაემგზავრება
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს სპარსეთის ყურის ქვეყნებში გაემგზავრება
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 17-20 ივლისს ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთს, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას ეწვევა.
კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, საუდის არაბეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაგეგმილ შეხვედრებზე ყველა ასპექტში განიხილება აღნიშნულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობები და ეკონომიკისა და საინვესტიციო სფეროს პროექტების თაოსნობით სხვადასხვა სექტორიში არსებული თანამშრომლობის გაფართოებისთვის ჩასატარებელი სამუშაოები. მხარეები ერთმანეთს გაუცვლიან თავიანთ მოსაზრებებს გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე.
ამ შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტი ერდოღანი 20 ივლისს მშვიდობისა და თავისუფლების დღესასწაულთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას ეწვევა.
ერდოღანი დაესწრება ოფიციალურ ცერემონიას, გაცვლის მოსაზრებებს ჩკთრ-ის პრეზიდენტთან ერსინ თათართან კვიპროსის საკითხის კონტექსტში განვითარებულ უახლეს მოვლენებზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებზე და გახსნის ახალ ტერმინალის შენობას და ასაფრენ ბილიკს ერჯანის აეროპორტში.
მსგავსი ინფორმაციები
მსოფლიო მუსლიმ მეცნიერთა კავშირი ღაზასთან, ლიბანთან და სუდანთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მსოფლიო მუსლიმ მეცნიერთა კავშირი ღაზასთან, ლიბანთან და სუდანთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს