ვლადიმერ პუტინმა ჯარისკაცებს მიმართა: „თქვენ ფაქტობრივად შეაჩერეთ სამოქალაქო ომი“

ვლადიმერ პუტინმა ჯარისკაცებს მიმართა: „თქვენ ფაქტობრივად შეაჩერეთ სამოქალაქო ომი“

2004694
ვლადიმერ პუტინმა ჯარისკაცებს მიმართა: „თქვენ ფაქტობრივად შეაჩერეთ სამოქალაქო ომი“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სიტყვით მიმართა იმ ჯარისკაცებსა და სამართალდამცავებს, რომლებიც ვაგნერის ძალების აჯანყების დროს მოვალეობას ასრულებდნენ.

„თქვენ ფაქტობრივად შეაჩერეთ სამოქალაქო ომი, იმოქმედეთ მკაფიოდ და შეთანხმებულად. ამბოხის მცდელობის დროს ჩვენ არ მოგვიწია სამხედრო ოპერაციის ჩატარების ზონიდან სამხედროების მოხსნა. თქვენმა გამბედაობამ და სიმამაცემ, საზოგადოების კონსოლიდაციასთან ერთად, ამბოხის ჩახშობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ნამდვილი დამცველები რთულ დროს წინ დაუდგნენ იმ არეულობას, რომლის შედეგები ქაოსი იქნებოდა“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მათ არ დასჭირვებიათ უკრაინაში მყოფი ძალების გაგზავნა რუსეთში აჯანყების ჩასახშობად.



მსგავსი ინფორმაციები