ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

2001323
ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

ბოლო 5 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის დონეზე პირველი ვიზიტი განხორციელდა ჩინეთში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით პეკინში იმყოფება.

ბლინკენმა ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა თავის კოლეგა, ცინ განგთან გამართა.

ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი ასევე სავარაუდოდ შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს.

ვიზიტი ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გამწვავებული დაძაბულობის დროს ხორციელდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვიზიტის მიზანი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის „პასუხისმგებლობით მართვა“ და არასწორი გათვლების თავიდან აცილება.

შეგახსენებთ, რომ ბლინკენის ვიზიტი, რომელიც თებერვალში იყო დაგეგმილი, აშშ-ის თავზე ჩინური ე.წ. ჯაშუში-ბუშტის აღმოჩენის შემდეგ გაუქმდა.



მსგავსი ინფორმაციები