შეიარაღებული თავდასხმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში: დაიღუპა 46 ადამიანი, მათგან 23 ბავშვია

შეიარაღებული თავდასხმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში: დაიღუპა 46 ადამიანი, მათგან 23 ბავშვია

1998731
შეიარაღებული თავდასხმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში: დაიღუპა 46 ადამიანი, მათგან 23 ბავშვია

 

სულ მცირე 46 ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვი, დაიღუპა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯუგუს რეგიონში დევნილი მშვიდობიანი მოსახლეობის ბანაკზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის იტურის პროვინციის ჯუგუს რეგიონში შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა ლალას სახელწოდების ბანაკზე, სადაც დევნილი მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ.

Kivu Security Tracker-მა, რომელიც დამკვირვებელთა ქსელია ქვეყნის აღმოსავლეთში, განაცხადა, რომ თავდასხმას სულ მცირე 46 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო თემის ლიდერმა დეზირე მალოდრამ განაცხადა, რომ დაღუპულთაგან 23 ბავშვი იყო.

ადგილობრივმა წყაროებმა განაცხადეს, რომ თავდამსხმელებმა ცეცხლი წაუკიდეს სახლებს და თავს დაესხნენ მშვიდობიანი მოსახლეობას ცეცხლსასროლი იარაღით და მაჩეტეებით, ბევრი ადამიანი კი დაიწვა.

ცნობილი გახდა, რომ ბანაკი გაეროს ბულეში მდებარე ბაზიდან 5 კილომეტრშია.


საკვანძო სიტყვები: #შეიარაღებული თავდასხმა , #კონგო

მსგავსი ინფორმაციები