უთვალთვალებს თუ არა ჩინეთი აშშ-ს?

უთვალთვალებს თუ არა ჩინეთი აშშ-ს?

1997490
უთვალთვალებს თუ არა ჩინეთი აშშ-ს?

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი კუბაში აშშ-ს მონიტორინგის მიზნით ბაზას დაამყარებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ჯონ კირბიმ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუს დროს, დღის წესრიგთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხა.

კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკულ პრესაში გავრცელდა ახალი ამბები იმის შესახებ, რომ თითქოს და ჩინეთი პრინციპულად შეთანხმდა ჰავანას ადმინისტრაციასთან ბაზის შექმნაზე კუბაში, რომელიც აშშ-ს წინააღმდეგ ჯაშუშური საქმიანობისთვის უნდა იქნეს გამოყენებული. მისი თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

კირბიმ განაცხადა, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან ჩინეთის გავლენის აქტივობებს რეგიონში, სადაც აშშ მდებარეობს და რომ ისინი გააგრძელებენ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას პოტენციური საფრთხეების შესამცირებლად ამ კონტექსტში.

თავის მხრივ, კირბიმ თქვა, რომ მათ სურთ ჩინეთთან საკომუნიკაციო არხების გახსნა.



მსგავსი ინფორმაციები