თეთრი სახლი: „დანამდვილებით ვერ ვიტყვით რა მოხდა კახოვკას კაშხალზე“

თეთრი სახლი: „დანამდვილებით ვერ ვიტყვით რა მოხდა კახოვკას კაშხალზე“

1996495
თეთრი სახლი: „დანამდვილებით ვერ ვიტყვით რა მოხდა კახოვკას კაშხალზე“

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ, კახოვკას კაშხალთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა და აღნიშნა: „დანამდვილებით ვერ ვიტყვით რა მოხდა კახოვკას კაშხალზე“.

კირბიმ განაცხადა, რომ დაზუსტებით ვერ იტყვის, რამ გამოიწვია კაშხლის დანგრევა რა, მათ შეაფასეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნგრევა რუსეთმა გამოიწვია.

კირბიმ თქვა, რომ ცხადია, რომ მდინარე დნეპროზე კაშხლის ჩამონგრევამ გამოიწვია „ბევრი სიკვდილი“ და ათასობით უკრაინელის ევაკუაცია და დასძინა, რომ ზარალმა შეიძლება დამანგრეველი გავლენა იქონიოს უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.

„ჩვენ ვნახეთ ინფორმაცია, რომ რუსეთი იყო პასუხისმგებელი კაშხლის აფეთქებაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ანგარიშების შესაფასებლად და ვმუშაობთ უკრაინელებთან მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად, მაგრამ დანამდვილებით ვერ ვიტყვით რა მოხდა“, - თქვა მან.

კითხვაზე, იქნება თუ არა კაშხლის დანგრევა ომის დანაშაულად, კირბიმ უპასუხა, რომ საერთაშორისო სამართალი კრძალავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დანგრევას.

კირბიმ ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ჰუმანიტარულ პარტნიორებთან მუშაობას დაზარალებულთათვის დახმარების გაწევისთვის.

თავის მხრივ, რუსეთმა განაცხადა, რომ თავდასხმის უკან ის არ დგას და ამტკიცებს, რომ ეს იყო უკრაინის მხრიდან დივერსიული აქტი.



მსგავსი ინფორმაციები