ფინეთმა 9 რუსი დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა

ფინეთმა 9 რუსი დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა

1996492
ფინეთმა 9 რუსი დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა

ფინეთის მთავრობამ ჰელსინკში რუსეთის საელჩოში მომუშავე 9 ადამიანისა და დაზვერვის პერსონალის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო.

მთავრობის მხრიდან საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ და მინისტრთა საბჭომ მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომი და ევროპაში არსებული უსაფრთხოების ვითარება, აღნიშნულია: „პრეზიდენტმა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მინისტრთა კომიტეტმა ასევე განიხილეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ევროპაში არსებული უსაფრთხოების ვითარება. პრეზიდენტი და მინისტრთა საბჭო გმობენ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის  ნგრევას, როგორც ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ კატასტროფას. კაშხლის აფეთქებამ დიდი ზარალი მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას და გარემოს. ასევე შეთანხმდნენ ფინეთში რუსეთის საელჩოში მომუშავე ცხრა დაზვერვის თანამშრომლის დეპორტაციაზე. მათი ქმედებები არღვევს ვენის კონვენციას. დიპლომატიური ურთიერთობების საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცნობებს რუსეთის ელჩს“.

მეორეს მხრივ, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ის ანგარიშზე საკითხთან დაკავშირებით გზავნილი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს დაურეკა რუსეთის რწმუნებულს და შეატყობინა, რომ ცხრა ადამიანი, რომლებიც მუშაობდნენ რუსეთის საელჩოში ჰელსინკში, დაზვერვის ოფიცრები იყვნენ, დეპორტირებული იქნენ“.



მსგავსი ინფორმაციები