იტალია, მელონი-ერდოღანის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
იტალია, მელონი-ერდოღანის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იტალიის პრემიერ-მინისტრის პრესცენტრი, ჯორჯა მელონის და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ წერილობით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში, სადაც პრემიერ-მინისტრმა მელონიმ პრეზიდენტ ერდოღანს პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა, ნათქვამია, რომ ლიდერებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს.
„ორივე ლიდერმა გამოხატა ძლიერი სურვილი გააგრძელონ მუშაობა საერთო უსაფრთხოებისთვის, როგორც ორი მოკავშირე და განაახლონ უკვე ინტენსიური პარტნიორობა რეგიონულ, ევროპულ და მრავალმხრივ დონეზე. გამოითქვა იმედი, რომ მალე კვლავ შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ“, ნათქვამია, იტალიის პრემიერ-მინისტრის პრესცენტრიდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.
მეორეს მხრივ, საკითხთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მელონიმ პრეზიდენტ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შედეგები სასარგებლო იქნება თურქი ხალხისთვის.
მსგავსი ინფორმაციები

ილჰამ ალიევის და ნიკოლ ფაშინიანის მორიგი პირისპირი შეხვედრა გრანადაში გაიმართება?
ილჰამ ალიევის და ნიკოლ ფაშინიანის მორიგი პირისპირი შეხვედრა გრანადაში გაიმართება?

გრეჰემი: „თუ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ ეს ავღანეთზე 10-ჯერ უარესი იქნება“
გრეჰემი: „თუ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ ეს ავღანეთზე 10-ჯერ უარესი იქნება“