ბაიდენმა ერდოღანს მიულოცა

ბაიდენმა ერდოღანს მიულოცა

1992629
ბაიდენმა ერდოღანს მიულოცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით დაურეკა და ხელახალი არჩევა მიულოცა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ისურვა, რომ შედეგები სასარგებლო ყოფილიყოს თურქი ხალხისთვის.

ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა აღნიშნეს, რომ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონული და გლობალური გამოწვევების ფონზე. ორი ლიდერი შეთანხმდნენ ახალ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ყველა საკითხზე თანამშრომლობის გაღრმავებაზე.


საკვანძო სიტყვები: #ბაიდენმა ერდოღანს მიულოცა

მსგავსი ინფორმაციები