პრეზიდენტ ერდოღანს გამარჯვებას ულოცავენ
პრეზიდენტ ერდოღანს გამარჯვებას ულოცავენ

პრეზიდენტ ერდოღანს გამარჯვებას ულოცავენ
პირველებმა ერდოღანს გამარჯვება კატარის ემირმა თამიმ ბინ ჰამადმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიულოცეს.
უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმაც მიულოცა ერდოღანს გამარჯვება და გზავნილში აღნიშნა ერდოღანის გამარჯვების მნიშვნელობა უკრაინაში მშვიდობისთვის.
თურქეთის პრეზიდენტს პირველმა ევროპიდან გამარჯვება საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა მიულოცა.
TRT Haber-თან საუბრისას პრეზიდენტ ერდოღანს გამარჯვება მიულოცა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერსინ თათარმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მილოცვა თურქულ ენაზე გაავრცელა.
ერდოღანს გამარჯვება მიულოცეს სომალის და უზბკეთის პრეზიდენტებმა, პაკისტანის პრემიერმა შაჰბაზ შერიფმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ვულოცავ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას! თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა და ჩვენც ვუერთდებით მათ ზეიმს. მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრობული კავშირები და სტრატეგიული პარტნიორობა” - ნათქვამია ღარიბაშვილის „ტვიტერზე“ გაკეთებულ განცხადებაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა კი აღნიშნა: "ჩვენ ვულოცავთ ერდოღანს ხელახლა არჩევას. მოუთმენლად ველი, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზებისთვის“.
მსგავსი ინფორმაციები

ილჰამ ალიევის და ნიკოლ ფაშინიანის მორიგი პირისპირი შეხვედრა გრანადაში გაიმართება?
ილჰამ ალიევის და ნიკოლ ფაშინიანის მორიგი პირისპირი შეხვედრა გრანადაში გაიმართება?

გრეჰემი: „თუ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ ეს ავღანეთზე 10-ჯერ უარესი იქნება“
გრეჰემი: „თუ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ ეს ავღანეთზე 10-ჯერ უარესი იქნება“