დაპირისპირება ირანსა და თალიბანს შორის

დაპირისპირება ირანსა და თალიბანს შორის

1991715
დაპირისპირება ირანსა და თალიბანს შორის

გუშინ, ირანის და ავღანეთის საზღვარზე სროლისას ორი ირანელი მესაზღვრე დაიღუპა. დაპირისპირებას თალიბანის მხარეს ერთი მეომარი ემსხვერპლა. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს სროლის დაწყებაში. ირანელმა მეომრებმა და თალიბანმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს ირანის და ავღანეთის საზღვარზე.

ნახევრად ოფიციალურ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, სასაზღვრო დაცვის სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვარზე შეტაკების შედეგად 2 ირანელი ჯარისკაცი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად თალიბანის ძალებმაც დიდი მსხვერპლი განიცადეს.

თალიბანი ირანს ადანაშაულებს

თალიბანის დროებითი მთავრობის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანელმა სამხედროებმა ნიმროზის პროვინციის კანგის რაიონის სასაზღვრო რაიონში ცეცხლი გახსნეს, რამაც მხარეებს შორის შეტაკებები გამოიწვია.

ირანი კი თალიბანს ადანაშაულებს

საკითხთან დაკავშირებით ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილემ, ქასემ რეზაიმ განაცხადა: „ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 10:00 საათზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანის სასაზღვრო პუნქტზე ძლიერი თავდასხმა მოხდა თალიბანის მხრიდან, რასაც ადეკვატურად უპასუხეს ირანელმა მესაზღვრეებმა. თალიბანის ძალებმა წამოიწყეს თავდასხმა საერთაშორისო სამართლისა და კეთილმეზობლობის პრინციპების დარღვევით“.



მსგავსი ინფორმაციები