რუსეთი: „უკრაინა თავს დაესხა გემს, რომელიც იცავს ‘თურქულ ნაკადს’ და ‘ცისფერ ნაკადს’“
რუსეთი: „უკრაინა თავს დაესხა გემს, რომელიც იცავს ‘თურქულ ნაკადს’ და ‘ცისფერ ნაკადს’“

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ შავი ზღვის საზღვაო ფლოტში, უკრაინის უპილოტო კატარღებით განხორციელდა თავდასხმის მცდელობა გემზე, რომელსაც ევალებოდა „თურქული ნაკადის“ და „ცისფერი ნაკადის“ ბუნებრივი გაზსადენების უსაფრთხოება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ გასული წლის სექტემბერში „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-სა და „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ რუსეთის არმიამ მიიღო ზომები მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
„დღეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამი უპილოტო საზღვაო კატარღით წარუმატებელი თავდასხმა სცადეს შავი ზღვის ფლოტის გემზე სახელად „ივან ხურსი“, რომელიც პასუხისმგებელია „თურქული ნაკადის“ და „ლურჯი ნაკადის“ ბუნებრივი გაზსადენების ოპერატიული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. აღნიშნული ნაკადები, თურქეთის რესპუბლიკის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, ბოსფორიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 140 კილომეტრში მდებარეობენ. მტრის ყველა ნავი განადგურდა რუსული გემის სტანდარტული იარაღით“, აცხადებს კონაშენკოვი საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.