პანამაში 6,6 მაგნიტუდის სიმძალვრის მიწისძვრა
პანამის ქალაქ პუერტო ობალდიაში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
1990458

პანამის ქალაქ პუერტო ობალდიაში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ორგანიზაციის (USGS) ცნობით, ოთხშაბათს პანამაში, პუერტო ობალდიაში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამ ორგანიზაციისვე ცნობით, მიწისძვრა დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
აშშ-ს ცუნამის გაფრთხილების სისტემამ მიწისძვრის შემდეგ ცუნამის გაფრთხილება არ გამოაცხადა.