გაერო: 2015-2021 წლებში მკვლელობის მსხვერპლი 3 მილიონ 100 ათასი ადამიანი გახდა

გაერო: 2015-2021 წლებში მკვლელობის მსხვერპლი 3 მილიონ 100 ათასი ადამიანი გახდა

1989446
გაერო: 2015-2021 წლებში მკვლელობის მსხვერპლი 3 მილიონ 100 ათასი ადამიანი გახდა

გაერო: 2015-2021 წლებში მკვლელობის მსხვერპლი 3 მილიონ 100 ათასი ადამიანი გახდა

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ხელმძღვანელმა გადა ფათჰი ვალიმ, განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებაში პრობლემებია და 2015-2021 წლებში  მკვლელობების გამო დაახლოებით 3 მილიონ 100 ათასი ადამიანი დაიღუპა.

გაეროს ვენის ოფისში დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის 32-ე სესიის პირველი სხდომა გაეროს 77-ე გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის ჩაბა კოროშის მონაწილეობით გაიმართა.

ვალიმ, შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, თქვა, რომ თითქმის მთელს მსოფლიოში იყო არასტაბილურობა და კონფლიქტები, ამ სიტუაციის გამო კიდევ ბევრი ადამიანი გახდა ორგანიზებული დანაშაულის და ძალადობის მსხვერპლი და რომ ამან გამოიწვია სამართლიანობის კიდევ უფრო მეტად  მიუწვდომლობა.

მან აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში ციხეებში მყოფი ადამიანების 30 პროცენტი განიხილება, როგორც პატიმრები სასამართლოს გარეშე და ეს აჩვენებს, რომ არსებობს პრობლემები მართლმსაჯულების მექანიზმში.

ვალიმ განაცხადა, რომ ნარკოტრეფიკინგმა, სხვადასხვა ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ფორმირებებმა და კორუფციამ ქვეყნებს მილიარდობით დოლარი ჩამოართვა და დაამატა: „რეგისტრაციების მიხედვით, იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა, რომლებიც გაექცნენ კონფლიქტებსა და შეტაკებებს მთელს მსოფლიოში, პირველად გასულ წელს 100 მილიონს გადააჭარბა“.

ვალიმ ასევე თქვა: „2015-დან 2021 წლამდე მსოფლიოში მკვლელობების შედეგად 3,3 მილიონი ადამიანი დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს მკვლელობის მაჩვენებლის ზომიერი კლება დაფიქსირდა COVID-19-ის შეზღუდვების გამო, ის სწრაფად გაიზარდა 2021 წელს“.

კომისია 26 მაისამდე გაგრძელდება მრავალი ღონისძიებით და სტუმრის მონაწილეობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.


საკვანძო სიტყვები: #გაერო

მსგავსი ინფორმაციები