სუდანში სწრაფი მხარდაჭერის ძალები ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა

სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა, რომელიც ჯარს ებრძვის სუდანში, გამოაცხადა, რომ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას

1980374
სუდანში სწრაფი მხარდაჭერის ძალები ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა

სუდანში სწრაფი მხარდაჭერის ძალები ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა

სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა, რომელიც ჯარს ებრძვის სუდანში, გამოაცხადა, რომ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას.

სმძ-ს განცხადებაში ნათქვამია: „სწრაფი მხარდაჭერის ძალების სარდლობა გამოხატავს მადლიერებას მოძმე და მეგობარი ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისა და ევაკუაციის ხელშეწყობის მიზნით ჰუმანტიარული ცეცლხის შეწყვეტის მცდელოებისთვის“.

განცხადებაში, სადაც მადლობას უხდიან აშშ-ს და საუდის არაბეთს ქვეყანაში კრიზისის დაწყების შემდეგ გაწეული უწყვეტი ძალისხმევისთვის, ასევე აღნიშნულია შემდეგი:

„სწრაფი მხარდაჭერის ძალები აცხადებს, რომ თანხმობას აცხადებს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებისა და ჟენევის კონვენციების შესაბამისად, გაეროს, აფრიკის კავშირის და აღმოსავლეთ აფრიკის სამთავრობათაშორისო განვითარების ორგანოს სამმხრივი მექანიზმის და  აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საუდის არაბეთის და არაბთა გაერთიანებული საემიროებისგან შექმნილი ოთხმხრივი მექანიზმის ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის 72 საათით გაგრძელების წინადადებას“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ცეცხლის შეწყვეტა დაიწყება შუაღამისას და ხაზგასმით აღინიშნა, რომ სმძ ითვალისწინებს ხალხის პირობებს და დიპლომატიური მისიების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციასთვის ხელშეწყობის მიზნით იცავს ჰუმანიტრული ცეცლხის შეწყვეტის პირობებს.


საკვანძო სიტყვები: #ცეცხლის შეწყვეტა , #სუდანი

მსგავსი ინფორმაციები