აშშ-ის სანქციები რუსეთსა და ირანს

აშშ-ის სანქციები რუსეთსა და ირანს

1980427
აშშ-ის სანქციები რუსეთსა და ირანს

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ დააწესა ახალი სანქციები რათა პასუხი აგებინოს იმ პირებსა და ორგანიზაციებს, ვინც ამერიკელი მოქალაქეები „უსამართლოდ დააკავა და მძევლად ჰყავს“.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს (NSC) სხდომაზე ტელეკონფერენციის საშუალებით გამოსვლისას, მაღალჩინოსნებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ახალი სანქციების ამოქმედების შესახებ, რომელიც კიდევ უფრი გააძლიერებს ბრძოლას მათ წინააღმდეგ, ვინც უსამართლოდ დააკავა და მძევლად აიყვანა აშშ-ის მოქალაქეები სხვა ქვეყნებში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახლად დაწესებული სანქციებით „უფრო ეფექტურად“ მოსთხოვენ პასუხს მათ, ვინც ზღუდავს აშშ-ის მოქალაქეების თავისუფლებებს.

„დღეს ჩვენ ვაცხადებთ სანქციების პირველ ჯგუფს ამ აღმასრულებელი ბრძანებით რუსეთსა და ირანში იმ პირების წინააღმდეგ, რომლებსაც ამერიკელები ადრე ჰყავდათ მძევლებად ან ისევ ჰყავთ ან უკანონოდ აკავებენ“. -განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.

აღინიშნა, რომ ეს სანქციები მიმართული იქნება FSB-ს სახელით ცნობილი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის და ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წინააღმდეგ.


საკვანძო სიტყვები: #სანქციები , #ირანი , #რუსეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები