სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

1978372
სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

სუდანში, არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები გრძელდება. თურქეთმა თავისი მოქალაქეების ევაკუაციისთვის შესაბამისი ზომები უკვე მიიღო. თურქეთის დაახლოებით 1000 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნების მიზნით სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდებიან.

დიპლომატიური წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, 140 კაციანი კოლონა დედაქალაქ ხარტუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვად მადანიდან 3 ავტობუსით შუადღემდე გაემგზავრა.

მსგავსი ღონისძიებები ხორციელდება ასევე ქვეყნის სხვადასხვა ლომკაცებზეც.

ცნობისათვის, თურქეთის ელჩი ხარტუმში, ისმაილ ჩობანოღლუ პირადად უწევს კოორდინაციას ევაკუაციის სამუშაოებს.

თავის მხრივ, მრავალმა ქვეყანამ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისათვის დახმარების გაწევის მიზნით უკვე მიმართა ანკარას.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ევაკუაციის კოლონაში არიან მრავალი ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის აზერბაიჯანის, იაპონიის, ჩინეთის, მექსიკისა და იემენის.


საკვანძო სიტყვები: #ევაკუაცია , #მოქალაქეები , #სუდანი

მსგავსი ინფორმაციები