გაერო: სუდანში კონფლიქტმა შეიძლება მილიონობით ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს

გაერო: სუდანში კონფლიქტმა შეიძლება მილიონობით ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს

1977751
გაერო: სუდანში კონფლიქტმა შეიძლება მილიონობით ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს

გაერო: სუდანში კონფლიქტმა შეიძლება მილიონობით ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს

გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამამ გააკეთა გაფრთხილება, რომ სუდანში ძალადობამ შეიძლება მილიონობით ადამიანს შიმშილი აიძულოს.

გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის (WFP), რომლის სათაო ოფისი რომშია, წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ WFP იძულებული გახდა შეეწყვიტა ფუნქციონირება სუდანში, სადაც მოსახლეობის მესამედს ამჟამად უჭირს საკმარისი საკვების პოვნა კონფლიქტების გამო“. იქვე ასევე ნათქვამია: „სუდანში ძალადობის აფეთქებას აქვს პოტენციალი, მილიონობით ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს“.

WFP გეგმავდა 7,6 მილიონი ადამიანის დახმარებას სუდანში 2023 წელს, მაგრამ მიმდინარე კონფლიქტმა შეაფერხა ორგანიზაციის მიერ გადაუდებელი საკვების მიწოდება, ბავშვებისთვის სასკოლო საკვების მიწოდება და არასაკმარის კვებასთან ბრძოლა.

განცხადების მიხედვით WFP-ს სამი თანამშრომელი დაიღუპა სუდანში მომხდარი კონფლიქტის გამო და აღინიშნა შემდეგი: „WFP მოუწოდებს კონფლიქტის ყველა მხარეს მიიღონ სასწრაფო ზომები ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაიცვან ჰუმანიტარული საქმიანობა და ობიექტები სუდანში. WFP მოუწოდებს ყველა მხარეს დაასრულონ კონფლიქტი და მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მუდმივ მიწოდებას“.

შეგახსნებთ, რომ 15 აპრილს დილით სუდანის დედაქალაქ ხარტუმსა და სხვა ქალაქებში შეიარაღებული შეტაკებები მოხდა არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის. ჯარსა და სმძ-ს შორის უთანხმოება სამხედრო უსაფრთხოების რეფორმასთან დაკავშირებით დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს „სმძ-ს სრულ გაწვრიანებას ჯარში“, რაც ბოლო რამდენიმე თვეში ცხელ კონფლიქტში გადაიზარდა.

სუდანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუვერენიტეტის საბჭოს თავმჯდომარემ და არმიის სარდალმა, გენერალმა აბდულფეტაჰ ალ-ბურჰანმა, გადაწყვიტა დაიშალოს სწრაფი მხარდაჭერის ძალები, რომელიც შეებრძოლა არმიას და გამოცხადდეს მეამბოხე ძალებად სახელმწიფოს წინააღმდეგ და ისინი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე იმოქმედებდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ ღებრეისუსმა, გუშინ განაცხადა, რომ სუდანში მიმდინარე კონფლიქტის გამო დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ (WFP) გამოაცხადა, რომ სუდანში მიმდინარე კონფლიქტებში მისი 3 თანამშრომელი დაიღუპა და რომ შეაჩერა მისი საქმიანობა.



მსგავსი ინფორმაციები