თეთრი სახლის განცხადებებმა ბრაზილია გააღიზიანა

თეთრი სახლის განცხადებებმა ბრაზილია გააღიზიანა

1976376
თეთრი სახლის განცხადებებმა ბრაზილია გააღიზიანა

ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი მაურო ლუის იკერ ვიეირა გამოეხმაურა თეთრი სახლის ბრალდებებს, რომ თითქოს და ბრაზილია „რუსულ და ჩინურ პროპაგანდას იმეორებს“.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელის ჯონ კირბის სიტყვებზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართულ პრესკონფერენციაზე ვიეირამ განაცხადა, რომ ისინი არ იღებენ კრიტიკას პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვას მიმართ.

„არ ვიცი, როგორ და რატომ მივიდნენ ისინი ამ დასკვნამდე, მაგრამ აბსოლუტურად არ ვეთანხმები“, - თქვა ვიეირამ.

ვიეირამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრაზილიასა და რუსეთს შორის 195 წელზე მეტი ხანიანი დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ და დაამატა: „ბრაზილიას სურს მშვიდობის ხელშეწყობა და მზადაა შეხვდეს ქვეყნების ჯგუფს ან წარმომადგენლებს, რომლებსაც სურთ ისაუბრონ მშვიდობაზე“.

შეგახსენებთ, რომ თეთრმა სახლმა გააკრიტიკა ლულა და სილვას სიტყვები უკრაინის ომის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა „უნდა დაიწყონ საუბარი მშვიდობაზე“, და ბრაზილია რუსულ და ჩინურ პროპაგანდის განმეორებაში დაადანაშაულა.

ლულა და სილვამ აღნიშნული შეფასება, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა „უნდა დაიწყონ საუბარი მშვიდობაზე,  ჩინეთში ვიზიტის დროს გააკეთა.



მსგავსი ინფორმაციები