პუტინი ხერსონსა და ლუგანსკში ჩავიდა
პუტინი ხერსონსა და ლუგანსკში ჩავიდა
1976432
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკანონოდ ანექსირებულ ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებს ეწვია.
კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხერსონში, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის შტაბბინას და ლუგანსკში, ეროვნული გვარდიის ჯგუფის „ვოსტოკის“ შტაბბინას ეწვია.
კრემლის განცხადებაში არ არის მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ თუ, როდის განხორციელდა ეს ვიზიტები.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი 18 მარტს დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლშიც ჩავიდა.
ცნობისათვის, 2022 წლის 30 სექტემბერს კრემლის სასახლეში გამართულ ცერემონიაზე ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების უკანონოდ ანექსიას მოაწერა ხელი.