ევროკავშირმა სანქციების სიაში ვაგნერის ჯგუფი შეიტანა
ევროკავშირმა სანქციების სიაში ვაგნერის ჯგუფი შეიტანა
ევროკავშირმა სანქციების სიაში ვაგნერის ჯგუფი შეიტანა.
ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიტანა რუსული უსაფრთხოების კომპანია Wagner Group და რუსული მედიასაშუალება RIA FAN.
ევროკავშირის საბჭოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ვაგნერ ჯგუფი“ და RIA FAN დაემატა სანქციების სიას იმ მოტივით, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა 25 თებერვალს გადაწყვიტა სანქციები დაუწესდეს „ვაგნერის ჯგუფთან“ დაკავშირებულ 11 პირსა და 7 ორგანიზაციას და რომ ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფინანსებული „ვაგნერის ჯგუფი“ აქტიურად მონაწილეობს რუსეთის თავდასხმებში უკრაინაზე და ხელმძღვანელობს თავდასხმებს სოლედარსა და ბახმუტში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ RIA FAN, რომლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე რუსი ბიზნესმენი პროგოჟინია, არის საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ახორციელებს პრო-სამთავრობო პროპაგანდას და დეზინფორმაციას რუსეთში.
ევროსაბჭოს ბოლო გადაწყვეტილებით, უკრაინის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიაში მყოფ პირთა რიცხვი 1473, ორგანიზაციების რაოდენობა კი 207-ია.
ევროკავშირის სანქციები მოიცავს მოგზაურობის აკრძალვას, აქტივების გაყინვას და სიაში მყოფთა დაფინანსების აკრძალვას.