მექსიკაში კრიმინალური დაჯგუფებების დაპირისპირება გრძელდება
მექსიკაში კრიმინალური დაჯგუფებების დაპირისპირება გრძელდება
1974089
მექსიკაში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად ბოლო მონაცემებით, დაჯგუფების 10 წევრი დაიღუპა. მექსიკურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ვერაკრუსის შტატში კარტელებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა. საათობით გაგრძელებულ შეტაკებას ბანდების 10 წევრი ემსხვერპლა. რეგიონში უსაფრთხოების ძალების დიდი რაოდენობა იქნა მობილიზებული.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კონფლიქტი ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის დაპირისპირების შედეგად წარმოიშვა.
შეგახსენებთ, რომ ვერაკრუსი, ერთ-ერთი შტატია, სადაც ყველაზე მეტი მსგავსი დაპირისპირება ხდება ქვეყანაში, ნარკობარონებს შორის.