ტუნისის მახლობლად მიგრანტების გადამყვანი კიდევ 2 ნავი ჩაიძირა
ტუნისის მახლობლად მიგრანტების გადამყვანი კიდევ 2 ნავი ჩაიძირა
ტუნისის სამხრეთ სანაპიროსთან არალეგალური მიგრანტების გადამყვანი 2 გემის ჩაძირვის შედეგად ბოლო მონაცემებით 4 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიკარგა.
სფაქსის სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფევზი მესმუდიმ ადგილობრივ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩაიძირა 2 ნავი, რომლითაც გადაჰყავდათ არალეგალური ემიგრანტები აფრიკის ქვეყნებიდან.
მესმუდის თქმით, ნავში მყოფი 17 ადამიანი, რომელიც ჩაიძირა ქალაქ სფაქსიდან 35 მილის მოშორებით, გადაარჩინეს, ხოლო დაახლოებით 20 ემიგრანტი გაუჩინარდა. ემიგრანტების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მისივე თქმით, სფაქსის მახლობლად ჩაძირულ მეორე ნავში 43 არალეგალური მიგრანტი იმყოფებოდა, რომელთაგან 36 გადაარჩინეს, 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს, 3 კი დაიკარგა.
შეგახსენებთ, რომ ყოველწლიურად ათასობით აფრიკელი არალეგალური მიგრანტი ჩადის ტუნისში, რათა გაემგზავრონ ევროპაში ხმელთაშუა ზღვის გავლით უკეთესი ცხოვრების იმედით. მიუხედავად იმისა, რომ ტუნისის იმიგრანტების უბნებში მცხოვრები ლტოლვილების ნაწილი ახერხებს ევროპაში შეღწევას, ზოგი მათგანი ზღვაში იღუპება.
მსგავსი ინფორმაციები
ინგლისი რუსეთთან საბრძოლველად უკრაინას 650 მრავალფუნქციურ რაკეტას მიაწოდებს
ინგლისი რუსეთთან საბრძოლველად უკრაინას 650 მრავალფუნქციურ რაკეტას მიაწოდებს
ტრამპი ამბობს, რომ „ისრაელი განადგურდება“ თუ ჰარისი პრეზიდენტი გახდება
ტრამპი ამბობს, რომ „ისრაელი განადგურდება“ თუ ჰარისი პრეზიდენტი გახდება