იემენმა ირანული გემი დააკავა

იემენმა ირანული გემი დააკავა

1971567
იემენმა ირანული გემი დააკავა

იემენის მთავრობა იტყობინება, რომ ირანის კუთვნილი გემი, რომელსაც 3 ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალება გადაჰქონდა, დააკავეს.

იემენის ინფორმაციის მინისტრმა მუამარ ალ-ირიანმა საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სანაპირო დაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთით, მაჰრას პროვინციის სანაპიროსთან ირანული გემი დააკავეს.

ალ-ირიანის თქმით, ირანის კუთვნილი გემი, რომელსაც 3173 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება გადაჰქონდა, ირანის მოქალაქე ეკიპაჟის 7 წევრით დააკავეს.

იემენის ინფორმაციის მინისტრმა, გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს სთხოვა დაგმოს, ირანის მცდელობები, რეგიონში შეიარაღებული ფორმირებების და ნარკოტიკების რეალიზების გამო.  

ირანის მხარეს საკითხთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისათვის, იემენში, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები, 2014 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, აკონტროლებენ დედაქალაქ სანას და ზოგიერთ სხვა რეგიონს.

საუდის არაბეთის მთავრობა კი 2015 წლიდან მოყოლებული იემენის მთავრობას უჭერს მხარს.  



მსგავსი ინფორმაციები