სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა
სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა
1970592
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს და ხვალ ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს მიწვევით სერგეი ლავროვი 6-7 აპრილს თურქეთს ეწვევა.
ამავე ინფორმაციით, ვიზიტის დროს განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის მდგომარეობა ორმხრივი ინტერესის სფეროებში, მათ შორის ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და სხვა აქტუალური საკითხები, მათ შორის საერთაშორისო.