პოლონეთმა ზელენსკი ქვეყნის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  ქვეყნის უმაღლესი ჯილდო „თეთრი არწივი“-თ დააჯილდოვა

1970445
პოლონეთმა ზელენსკი ქვეყნის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  ქვეყნის უმაღლესი ჯილდო „თეთრი არწივი“-თ დააჯილდოვა.

აღნიშნული მედალი პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ ზელენსკის პრეზიდენტის სასახლეში გადასცა.

დუდამ მადლობა გადაუხადა ზელენსკის პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში გაწეული წვლილისთვის და თქვა, რომ იგი დააჯილდოვა „თეთრი არწივის“ ორდენით უსაფრთხოების საქმიანობისთვის, მისი ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვაში სიმტკიცის გამო.

დუდამ ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „თეთრი არწივის ორდენი არის უძველესი და ყველაზე ძვირფასი პოლონური ჯილდო. იგი გადაეცემა გამორჩეულ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს პოლონეთის რესპუბლიკის და მის გარშემო არსებულ ცხოვრებაში. უდავოა, რომ თქვენ, ბატონო ზელენსკი, გამორჩეული ხართ. ძალიან ძნელია ჩემი ცრემლების დამალვა სამშობლოს წინაშე თქვენი სამსახურის ყურებისას. არც უკრაინა და არც თქვენი თანამემამულეები არ მიატოვეთ. თქვენ ხართ სახელმწიფოს და ერის სამაგალითო ლიდერი“.



მსგავსი ინფორმაციები