მონტენეგროს მე-8 პრეზიდენტი იაკოვ მილატოვიჩი გახდა
მონტენეგროს მე-8 პრეზიდენტი იაკოვ მილატოვიჩი გახდა

გუშინ, მონტენეგროს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, ქვეყნის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, მემარჯვენე-ცენტრისტული მოძრაობის „ევროპა ახლა“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაკოვ მილატოვიჩმა გაიმარჯვა.
არჩევნებში მას მხარი დაუჭირა 60%-მა და ქვეყნის მე-8 პრეზიდენტი გახდა.
მოქმედმა პრეზიდენტმა, სოციალისტმა მილო ჯუკანოვიჩმა კი ხმების 40 პროცენტი მიიღო.
დამოუკიდებელი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის (CeMI) მიერ გაზიარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ამომრჩეველთა აქტივობამ 70,5 პროცენტი შეადგინა.
არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ ჯუკნოვიჩმა განაცხადა, რომ მონტენეგრომ გააკეთა თავისი არჩევანი, რომელსაც პატივს სცემს და ახალ პრეზიდენტს წარმატებას უსურვებს.
მსგავსი ინფორმაციები

რომის პაპი იმედს გამოთქვამს, რომ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა გახანგრძლივდება
რომის პაპი იმედს გამოთქვამს, რომ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა გახანგრძლივდება