ლავროვი თავის ამერიკელ კოლეგა ბლინკენს ესაუბრა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი თავის ამერიკელ კოლეგა ბლინკენს ესაუბრა

1968691
ლავროვი თავის ამერიკელ კოლეგა ბლინკენს ესაუბრა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი თავის ამერიკელ კოლეგა ბლინკენს ესაუბრა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა.

საუბრის დროს, რომელიც ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა, განიხილეს ამერიკულ Wall Street Journal-ში მომუშავე ევან გერშკოვიჩის დაკავების საკითხი.

ლავროვმა თქვა, რომ აშშ-ის მიერ მომხდარის გაზვიადება მიუღებელია.

რუსმა მინისტრმა ბლინკენს უთხრა, რომ ამერიკელი ჟურნალისტის დაკავების საკითხი აშშ-ის საელჩოში შეტყობინებული იქნა დადგენილი წესით.

ლავროვმა თქვა, რომ სასამართლო გადაწყვეტს ჟურნალისტის მომავალს, რომელიც, მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ საიდუმლოდ მიჩნეული ინფორმაციის შეგროვებას ცდილობდა და რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პატივი უნდა სცეს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

მინისტრებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.


საკვანძო სიტყვები: #ლავროვი , #ენტონი ბლინკენი

მსგავსი ინფორმაციები