შოტლანდიას ახალი, წარმოშობით პაკისტანელი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

შოტლანდიას ახალი, წარმოშობით პაკისტანელი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

1966470
შოტლანდიას ახალი, წარმოშობით პაკისტანელი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

შოტლანდიის ეროვნული პარტიის (SNP) ახალი თავმჯდომარე, ჰამზა იუსუფი, შოტლანდიის პირველი მუსლიმი პრემიერ-მინისტრი, შოტლანდიის ავტონომიურ პარლამენტში, ჰოლიროდში, კენჭისყრის შემდეგ გახდა.

შოტლანდიის რეგიონალური პრემიერ-მინისტრის და SNP-ს თავმჯდომარე, ნიკოლა სტურჯენის გადადგომის შემდეგ ლიდერობისთვის დაწყებული ბრძოლა გუშინ ჰამზა იუსუფმა მოიგო, რის შემდეგაც გუშინ შოტლანდიის პარლამენტში კენჭისყრა გაიმართა.

პარლამენტში უმრავლესობა წარმოშობით პაკისტანელმა, მუსლიმანმა, ჰამზა იუსუფმა 71 ხმით მოიპოვა.

ამგვარად, ჰამზა იუსუფი შოტლანდიის ახალი რეგიონალური პრემიერ-მინისტრი გახდა.

ჰამზა იუსუფის მამა წარმოშობით პაკისტანელია და 1960-იან წლებში წავიდა მიგრაციაში შოტლანდაიში, დედა კი კენიაში, სამხრეთ აზიელთა ოჯახში დაიბადა.

ჰამზა იუსუფმა, წარმოშობით პაკისტანელმა მუსლიმმა, გაიმარჯვა ლიდერთა რბოლაში, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც ნიკოლა სტურჯენი გადადგა როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან.

იუსუფმა SNP-ს წევრების მიერ 13 მარტს დაწყებული და 14 დღეს გაგრძელებული კენჭისყრის შემდეგ 26 ათას 32 ხმით გაიმარჯვა და პარტიის ახალი ლიდერი გახდა.

შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში დაბადებულმა წარმოშობით პაკისტანელმა 37 წლის ჰამზა იუსუფმა პარტიის წევრების ხმების 52 პროცენტი მოიპოვა და აჯობა თავის კონკურენტებს ქეით ფორბსს და ეშ რეგანს.

იუსუფმა, შედეგების გამოცხადების შემდეგ გაკეთებულ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა მის პარტიასთან ერთად გუნდურად  "მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი" შოტლანდიას დამოუკიდებლობა მოუტანოს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შოტლანდიელ ხალხს დამოუკიდებლობა უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ოდესმე და დაამატა: "ჩვენ ვიქნებით ის თაობა, რომელიც ამას უზრუნველყოფს“.


საკვანძო სიტყვები: #პრემიერ-მინისტრი , #შოტლანდია

მსგავსი ინფორმაციები