თავდასხმა დაწყებით სკოლაზე

თავდასხმა დაწყებით სკოლაზე

1965875
თავდასხმა დაწყებით სკოლაზე

აშშ-ს ტენესის შტატის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დროშების დაშვების განკარგულება იქნა გაცემული.

მას შემდეგ რაც ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაიღუპა ტენესის შტატის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა ბრძანება დროშების დაშვების შესახებ ყველა საჯარო შენობებზე, მათ შორის თეთრ სახლზე, სამხედრო გარნიზონებსა და საზღვაო გემებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

შესაბამისად ამ ბრძანებულებას, აშშ-ს საზღვარგარეთის ყველა წარმომადგენლობაც შეუერთდება. დროშების დაშვება 31 მარტამდე გაგრძელდება.

ცნობისათვის, აშშ-ში ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, კერძო ქრისტიანულ სკოლაზე The Covenant-ზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა.

ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი, 28 წლის ქალი იყო, სახელად ოდრი ელიზაბეტ ჰეილი, რომელმაც ამავე სკოლა დაამთავრა.



მსგავსი ინფორმაციები