საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მომხდარი თვითმკვლელობის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მომხდარი თვითმკვლელობის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მომხდარი თვითმკვლელობის შედეგად ბოლო მონაცემებით 6 ადამიანი დაიღუპა.
ქაბულის პოლიციის დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ხალიდ ზედრანმა პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ თავდამსხმელი, რომელიც უსაფრთხოების ძალებმა გაანეიტრალეს, ცდილობდა იმ ქუჩაზე შესვლას, სადაც სამინისტროს შენობაა განთავსებული. აფეთქებაც სწორედ ამ დროს მოხდა.
ზედრანის თქმით, თავდასხმას 6 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომელთაგან 3 თალიბანის წევრი იყო.
თავის მხრივ, მომხდართან დაკავშირებით თალიბანის წარმომადგენლებს ჯერ არ გაუკეთებიათ განცხადება.
თავდასხმაზე კი პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთსა და აშშ-ს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სირიაში არსებული ბოლოდროინდელი ვითარება
თურქეთსა და აშშ-ს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სირიაში არსებული ბოლოდროინდელი ვითარება