პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ გდანსკში პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი გამოძიების დასრულებამდე შესაძლოა 3 თვით დააკავონ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაუდგენელმა პირმა რუსეთის დაზვერვისთვის ინფორმაციის მიწოდება აღიარა.
პროკურატურის პრესსპიკერმა გრაზინა ვავრინიუკმა განაცხადა, რომ აღნიშნული უცხოელი იანვრიდან იმყოფებოდა პოლონეთში და აგროვებდა ინფორმაციას ქვეყნის ჩრდილოეთში არსებული ძირითადი ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების პროცედურების შესახებ.
ეჭვმიტანილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პოლონეთის ერთადერთი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალი და ძირითადი პორტები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს.