რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი
ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის მომზადებული მე-11 პაკეტი მოიცავს ახალ ელემენტებს, რომლებიც ხელს შეუშლის სანქციების დარღვევას ან გვერდის ავლას
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი
ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის მომზადებული მე-11 პაკეტი მოიცავს ახალ ელემენტებს, რომლებიც ხელს შეუშლის სანქციების დარღვევას ან გვერდის ავლას.
ფონ დერ ლაიენმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრესკონფერენცია გამართეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერთა სამიტის პირველი დღის სესიების დასრულების შემდეგ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სანქციების დარღვევა და არსებული სანქციების ხარვეზები სულ უფრო სერიოზული ხდებ და დაამატა: „როდესაც ჩვენ სანქციებს ვაწესებთ, მეორე მხარე ყველანაირად ცდილობს თავიდან აიცილოს და შეარყიოს იგი“.
ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ბოლო მე-10 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ მოიცავს სხვადასხვა ელემენტებს, რომლებიც აძლიერებს არსებული სანქციების განხორციელებას, აღმოფხვრის ხარვეზებს და ხელს უშლის მათ დარღვევას.
მან განმარტა, რომ ევროკავშირმა დანიშნა წარმომადგენელი სანქციების საკითხზე და რომ ეს ადამიანი შეხვდა იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, სადაც დაფიქსირდა სანქციების დარღვევა. ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ასევე ინტენსიურად მუშაობენ G7-ის ქვეყნებთან სანქციების დარღვევის აღკვეთის საკითხში შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და ინფორმაციის გაზიარებისთვის.
ფონ დერ ლაიენმა თვა, რომ ევროკავშირის მე-10 სანქციების პაკეტში მათ შემოიღეს მესამე ქვეყნებში იმ პირების, კომპანიებისა თუ ორგანიზაციების ჩამოთვლის შესაძლებლობა, რომლების არღვევენ აღნიშნული ზომებს.
მისივე თქმით, მათ მიიღეს სხვადასხვა ზომები სანქციების დარღვევის აღმოსაფხვრელად. „ეს ზომები ნამდვილად არ არის საკმარისი. ამიტომ, მე-11 სანქციების პაკეტი ძირითადად ეხება პრობლემას, როგორ ავიცილოთ თავიდან სანქციების გვერდის ავლა“. - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, რომ შეხვედრის მნიშვნელოვანი თემა იყო ეკონომიკისა და მრეწველობის კონკურენტუნარიანობა და განაცხადა, რომ გლობალური კონკურენცია ძალიან გაძლიერდა.