ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 494-მდე გაიზარდა

სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ეკვადორში 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 494-მდე გაიზარდა

1964330
ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 494-მდე გაიზარდა

სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ეკვადორში 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 494-მდე გაიზარდა.

ეკვადორის პრეზიდენტის ვებგვერდზე გაკეთებულ განცხადებაში ქალაქ ბალაოს ჩრდილო-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში მომხდარი 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შესახებ ნათქვამია, რომ დაშავებულთა რიცხვი 494-მდე გაიზარდა.

ეკვადორის რისკების მართვის სამდივნომ განაცხადა, რომ მიწისძვრის შემდეგ 96 სახლი მთლიანად დაინგრა და 325 სახლი დაზიანდა, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა რაოდენობამ კი 1500-ს გადააჭარბა.

18 მარტს მომხდარ მიწისძვრას 14 ადამიანი ემსხვერპლა.

მიწისძვრის ბიძგები მეზობელ პერუშიც იგრძნობოდა, სადაც ქალაქ ტუმბესში 4 წლის გოგონა დაიღუპა და 73 ადამიანი კი დაშავდა.

ეკვადორის პრეზიდენტმა გილერმო ლასომ 20 მარტს ერისადმი მიმართვაში აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში უფრო ეფექტური ბრძოლისთვის.



მსგავსი ინფორმაციები