აქტუალური თემის ანალიზი 30-2023

რას ნიშნავს ირან-საუდის არაბეთის შეთანხმება?

1964694
აქტუალური თემის ანალიზი 30-2023

რას ნიშნავს ირან-საუდის არაბეთის შეთანხმება?

აქტუალური თემის ანალიზი 30-2023

რას ნიშნავს ირან-საუდის არაბეთის შეთანხმება?

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში 6-10 მარტს გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, ორი თვის განმავლობაში ორი ქვეყნის (ირანი, საუდის არაბეთი) საელჩოები გაიხსნება. გარდა ამისა, ორი ქვეყანა აპირებს აღადგინოს უსაფრთხოების შეთანხმება, რომელიც პირველად, ირანის რეფორმისტი პრეზიდენტის მოჰამედ ხათამის დროს იქნა ხელმოწერილი. ხელმოწერა მოიცავს მრავალ სფეროს, როგორიცაა განათლება, კულტურა, ტექნოლოგია, ჯანდაცვა, განსაკუთრებით კი ეკონომიკა და სხვა. ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ინიციატივით დაწყებულ მოლაპარაკებას, საუდის არაბეთის სახელით, სახელმწიფო მინისტრი ალ-აიბანი, ხოლო ირანის სახელით, ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი შამჰანი იღებდა მონაწილეობას.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში პეკინმა, ორივე ქვეყანას მადლობა გადაუხადა ამ პროცესში შეტანილი წვლილისათვის. თუმცა, კითხვა, თუ რატომ მოახერხა შეთანხმების მართვა ჩინეთმა, რომელიც ბოლო მომენტში განტოლებაში შევიდა და არა ერაყმა ან ომანმა, არის საკითხი, რომელიც განხილვას იმსახურებს. ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ჩინეთის ხედვა, გახდეს გლობალური ჰეგემონიური ძალა და  სტრატეგიული როლის შემსრულებელი ახლო აღმოსავლეთში.

ჩინეთი ცდილობს, რომ გახდეს გლობალური ძალა, რომლის შესაბამისადაც მოქმედებს პეკინის ადმინისტრაცია, როგორც პოლიტიკური, ასვე სამხედრო და დიპლომატიური თვალსაზრისით. თუმცა, ბოლო წლებში ჩინეთმა უფრო თვალსაჩინო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის და უკრაინის განტოლებებშიც კი. ამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რომ აშშ-სთან ძალაუფლების დაპირისპირების სამხედრო განზომილება ახლოვდება, მეორე მიზეზი არის ეკონომიკური ინვესტიციების გაძლიერების და პოლიტიკურ/სამხედრო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.

ამ მხრივ, ბოლო წლებში აღსანიშნავია მზარდი ურთიერთქმედება ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვან ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ჩინეთს რეგიონისკენ უბიძგებს, არის მისი დიდი რაოდენობით ენერგო მოთხოვნილება. ჩინეთი, რომელიც უცხოურ ნავთობზეა დამოკიდებული, საუდის არაბეთის და ირანის ნავთობის ერთ-ერთი წამყვანი მომხმარებელია. საუდის არაბეთი არის ქვეყანა, საიდანაც ჩინეთი ყიდულობს ყველაზე მეტ ნავთობს მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გამო ოფიციალურად ვერ დგინდება ნავთობის რაოდენობა, რომელსაც ირანი ყიდის ჩინეთს, სხვადასხვა შეფასებით ის 750 ათასიდან 1,25 მილიონ ბარელამდე მერყეობს. ეს აქცევს ირანს ჩინეთის ნავთობის სიდიდით მესამე მიმწოდებლად. 2021 წელს ჩინეთსა და ირანს შორის 400 მილიარდი დოლარის ღირებულების 25 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

მთავარი კითხვა კი ის არის, რა უბიძგებს ჩინეთს შუამავლობისკენ ირან-საუდის არაბეთის დაძაბულობაში? პასუხი, რომელიც მახსენდება, არის ჩინეთის ეკონომიკური ჩართულობის მიზანი. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დავიწყოთ იმით, რომ ჩინეთს სურს კარგი ურთიერთობების განვითარება ორივე ქვეყანასთან. თეირანსა და რიადს შორის დაძაბულობა ირიბად გავლენას ახდენს პეკინზეც. ეს ყველაზე ნათლად გამოჩნდა სი ძინპინის რიადში ვიზიტის დროს გასული წლის დეკემბერში.

ახლო აღმოსავლეთის ორი მნიშვნელოვანი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესება უდავოდ აღიქმება დადებით მოვლენად რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. მოსალოდნელია, რომ ეს პოზიტიური განვითარება აისახება რეგიონში არსებულ კონფლიქტებსა და დაძაბულობაზე. ირანი და საუდის არაბეთი, რომლებიც მრავალი წელია იემენში მარიონეტულ ომში არიან ჩართულები, მოსალოდნელია, რომ გადადგან ნაბიჯები, რომელიც ომის დასრულებას შეუწყობს ხელს. თუმცა, ეს ადვილი არ იქნება.

მეორეს მხრივ, ჩანს, რომ სირიაში ეტაპობრივად მიმდინარეობს მშვიდობისა და პოლიტიკური რესტრუქტურიზაციის პროცესი. იმ დროს, როცა რუსეთისა და ირანის შუამავლობით დაიწყო თურქეთ-სირიის ურთიერთობების ნორმალიზაცია, ასევე მოსალოდნელია ირან-საუდის არაბეთის ნორმალიზაციის გავლენა სირიის პროცესზეც აისახოს.



მსგავსი ინფორმაციები