ბერბოკმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ადგილი ევროკავშირშია
ბერბოკმა განცხადება ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტის წინ გააკეთა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ადგილი ევროკავშირშია.
ბერბოკმა განცხადება ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტის წინ გააკეთა.
"ჩრდილოეთ მაკედონიის ადგილი ევროკავშირშია, ისევე როგორც ჩვენი სხვა დასავლეთ ბალკანელი პარტნიორების. ვინაიდან ჩვენ ამას სერიოზულად ვუყურებთ, ეჭვი აღარ უნდა არსებობდეს, რადგან ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო." - თქვა ბერბოკმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ხალხის დიდი იმედები და მოლოდინები გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით მათთვის შესაძლებლობაცაა და საფრთხეც და დაამატა: ”ეს არის საფრთხე, რადგან მიუხედავად ყველა პროგრესისა და ზოგჯერ მტკივნეული დათმობებისა, რომელიც მიღწეულია ბოლო 17 წლის განმავლობაში, თუ ჩვენ, როგორც ევროკავშირი, გავუცრუებთ მათ მოლოდინებს, შეიძლება ევროპისთვის დავკარგოთ მაკედონელები“.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა: „ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ფართო მხარდაჭერა სიგნალს გაუგზავნის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ მთელ რეგიონს. ჩვენ აბსოლუტურად გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ამის მისაღწევად“.
მსგავსი ინფორმაციები

პესკოვი: „ერდოღანი და პუტინი უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრას გამართავენ“
პესკოვი: „ერდოღანი და პუტინი უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრას გამართავენ“