უკრაინის პრეზიდენტი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის პრემიერ-მინისტრს კიშიდა ფუმიოს შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის პრემიერ-მინისტრს კიშიდა ფუმიოს შეხვდა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ზელენსკიმ თქვა, რომ ბედნიერია კიევში "საერთაშორისო წესრიგის ძლიერი დამცველის და უკრაინის ძველი მეგობრის" პრემიერ, კიშიდას მიღებით.
„პრემიერი კიშიდა უკრაინაში იმ დროს ჩამოვიდა, როდესაც მნიშვნელოვანია გლობალური ლიდერობის გააქტიურება გაეროს შეთანხმების მიზნებისა და პრინციპების და ზოგადად საერთაშორისო უსაფრთხოების დასაცავად“. – განაცხადა ზელენსკიმ.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა ხაზს გაუსვამს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას G7 ლიდერების სამიტამდე, რომელსაც პრემიერ- მინისტრი კიშიდა უმასპინძლებს მაისში ჰიროშიმაში.
მსგავსი ინფორმაციები

პესკოვი: „ერდოღანი და პუტინი უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრას გამართავენ“
პესკოვი: „ერდოღანი და პუტინი უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრას გამართავენ“